primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 19.06.2026
  • 12:41
პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ომის დასრულებას არ ისახავს მიზნად.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვის განცხადებები თითქოს მშვიდობისკენ ისწრაფვის, სიცრუეა.

მისი თქმით, უკრაინა დიპლომატიურ გზას არ უარყოფს, თუმცა მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა ძლიერ პოზიციაში იქნება და რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდება.

„პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს. ის შეშლილია - ამას პარტნიორებიც გრძნობენ. მიუხედავად ამისა, უკრაინა მზად არის მასთან მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ გვქონდეს ძლიერი პოზიცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აცნობიერებენ რუსეთის ხელმძღვანელობის ნამდვილ მიზნებს და ხედავენ, რომ მოსკოვი რეალური მშვიდობისთვის მზად არ არის.

„პუტინი არ აპირებს შეჩერებას. და ყველა მისი საუბარი იმის შესახებ, რომ მას მშვიდობა სურს, ტყუილია. ყველა პარტნიორი, ყველა ევროპელი ამას გრძნობს. მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ მის შეჩერებას“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს მოქმედება სამი ძირითადი მიმართულებით: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით, რუსული აქტივების კონფისკაციით და უკრაინის სტაბილური დაფინანსებით.

მისი თქმით, სწორედ ამ ნაბიჯებმა უნდა გააძლიეროს უკრაინის პოზიცია ნებისმიერი შესაძლო მოლაპარაკების წინ.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს ეშინია თავისი არმიის სახლში დაბრუნების, რადგან ომის დასრულება „გამარჯვების გარეშე“ მისთვის შიდა პოლიტიკურ რისკებს ქმნის.

„პუტინს ძალიან ეშინია თავისი არმიის სახლში დაბრუნების. ამიტომაც ეშინია გამარჯვების გარეშე ომის დასასრულების, მაგრამ გამარჯვება მას არ ექნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე გააფრთხილა, რომ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გარეშე რუსეთმა შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს აგრესია და საფრთხე სხვა ქვეყნებსაც დაემუქროს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ პარტნიორებმა არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ, არამედ რუსეთის შესაკავებლად გრძელვადიანი უსაფრთხოების სისტემაც უნდა შექმნან.

გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის დიპლომატიისთვის, თუმცა არა „მშვიდობის იმიტაციისთვის კრემლის პირობებით“. მისი თქმით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის, ევროპისა და პარტნიორების ერთობლივი მოქმედებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge