png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 22.06.2026
  • 23:10
მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა, ამგვარად, მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დაიძლიოს.

„გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენმ-ს „ოპოზიციის ალიანსში” შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? - რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერც ერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენმ შესულიყო “ოპოზიციის ალიანსში”. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი, სწორედ ეს დისკუსიაა.

რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოველგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე - მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერებისა და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს.

არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მხოლოდ ასეთი პროცესი მიგვიყვანს

გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება გამართლებული პოლიტიკური პრაგმატიზმით და გამყარებული ადამიანური მორალით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ერთად! საქართველოსთვის!“- წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge