png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს

  • მსოფლიო
  • 24.06.2026
  • 16:58
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს“. ამის შესახებ კომპანია რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილში წერს. იუწყება რუსული გამოცემა "მედუზა"

კომპანიის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ავიასაწვავის მთავარმა მომწოდებელმა აცნობა, რომ მოხმარება მოთხოვნილ მოცულობასთან შედარებით დაახლოებით მესამედით უნდა შეემცირებინათ. მიზეზად დასახელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი „ფორსმაჟორული სიტუაციები“, რამაც ბაზარზე ავიასაწვავის მოცულობა შეამცირა.

„აზიმუტის“ განცხადებით, საწვავის საკმარისი მარაგი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს აქვთ.

ამასთან, დეფიციტის ფონზე ავიასაწვავის ფასებიც მკვეთრად გაიზარდა. ავიაკომპანიის მონაცემებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში ავიასაწვავის საშუალო ფასი 17%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მაჰაჩყალაში, სადაც საავიაციო ნავთის ღირებულება 64%-ით გაიზარდა და ტონაზე 157 ათას რუბლს მიაღწია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილ პირობებში როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე ფრენების შესრულება ეკონომიკურად არამიზანშეწონილი ხდება. „აზიმუტმა“ ავიაგადამზიდავთა ასოციაციას სთხოვა, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართოს და ვითარების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვოს.

რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, რაც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, 15-21 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საწვავის მიწოდებაზე შეზღუდვები უკვე დაწესებულია ცენტრალურ რუსეთში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, აგრეთვე ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში - რუსეთის უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ რეგიონში.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შიდა ბაზარზე არსებული ვითარება „მარტივი არ არის, თუმცა კონტროლს ექვემდებარება“.

მისი თქმით, საწვავის დეფიციტი წარმოადგენს „ცალკეულ რეგიონებსა და კონკრეტულ ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად წარმოქმნილ ლოგისტიკურ პრობლემებს“.

თავის მხრივ, რუსული ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ ავიასაწვავის დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს საჰაერო გადაზიდვების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge