png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 06.08.2026
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა

„მაზდა“, „ვოლვო“, „პორშე“, „ჯილი“, „ზიკერი“, „პოლარისი“, „ინდიანი“ - ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლისგან შეძენა ამიერიდან უკვე ქუთაისშიც არის შესაძლებელი. რეგიონული გაფართოების ფარგლებში, „ავტო გალერის“ რიგით მესამე მულტიბრენდული სივრცე ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-9 ჩიხში (№2) გაიხსნა. შოურუმი "თეგეტა ქარსის“ ბრენდებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ავტომობილების გარდა, შოურუმში წარმოდგენილია „პოლარისის“ კვადროციკლები და ყველგანმავალი ტექნიკა და „ინდიანის“ მოტოციკლები.

ახალი ფილიალის გახსნა კომპანიის რეგიონული ექსპანსიის სტრატეგიის ნაწილია. ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, დღემდე ავტომობილების არცერთი ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ კომპანიამ ბათუმის შემდეგ „ავტო გალერის“ განვითარების მორიგ მიმართულებად სწორედ ქუთაისი აირჩია.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „ქუთაისში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ეს არის ტენდენცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორადი ავტომობილებიდან ახალ ავტომობილებზე ეტაპობრივ გადასვლას ასახავს. ამ პროცესების პარალელურად კი გვსურს, ხარისხიან, ოფიციალურ სერვისსა და ქარხნულ გარანტიაზე წვდომა მხოლოდ დედაქალაქის პრივილეგია აღარ იყოს.

რეგიონული გაფართოება კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ბათუმის შემდეგ ქუთაისი ლოგიკური ნაბიჯი იყო და აქ არ ვჩერდებით - გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქამდე მივიტანოთ. გვჯერა, რომ ეს ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესებში შედის და, ამასთანავე, როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“.

„ავტო გალერიში“ შეძენილ ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს, რომელსაც ოფიციალური წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, პირობები კი ბრენდების მიხედვით განსხვავდება. საგარანტიო მომსახურებას მომხმარებელი თბილისსა და ბათუმში განთავსებული ოფიციალური სერვისცენტრებიდან მიიღებს, ხოლო გეგმური მომსახურება ქუთაისის ფილიალშივე იქნება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ფილიალის ისტორია ჯერ ახალი იწყება, პირველი ტენდენციები უკვე იკვეთება - ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა „ჯილისა“ და „მაზდას“ ბრენდებზეა. თუმცა კომპანიაში ელიან, რომ ცნობადობის ზრდის ფონზე ინტერესი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებზეც გაიზრდება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. „ავტო გალერიში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Mazda, Volvo, Porsche, Geely, Zeekr და სხვა. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ტეგები:
  • თეგეტა
  • თეგეტა მოტორსი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge