primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 სექტემბერი, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 სექტემბერი, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

  • სამართალი
  • 07.08.2026
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. 

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს

საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბარამიძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ აფხაზეთის ომზე საუბრისას თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ აჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ.

თავის განცხადებასთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით მედიასთან განმარტება გააკეთა  და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ტეგები:
  • გიორგი ბარამიძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკანორ მელია, ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა,  დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით  - მიხეილ სააკაშვილი
  • 17:50
ნიკანორ მელია, ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა,  დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით  - მიხეილ სააკაშვილი
თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს
  • 16:06
თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
  • 14:54
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
შალვა პაპუაშვილი პატიმრობაში მყოფ 72 პირს „უსინდისობის პატიმრებს“ უწოდებს
  • 13:32
შალვა პაპუაშვილი პატიმრობაში მყოფ 72 პირს „უსინდისობის პატიმრებს“ უწოდებს
წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა(კობახიძე-მდინარაძე) მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ალექსანდრე თამაზაშვილი
  • 11:48
წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა(კობახიძე-მდინარაძე) მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ალექსანდრე თამაზაშვილი
სხვის კაცობაზე ლაპარაკი ადვილია, კაცურად მოქცევაა ძნელი… -  ალექსანდრე თამაზაშვილი კახა კალაძეს პასუხობს
  • 11:26
სხვის კაცობაზე ლაპარაკი ადვილია, კაცურად მოქცევაა ძნელი… -  ალექსანდრე თამაზაშვილი კახა კალაძეს პასუხობს
ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს - დიტო სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
  • 11:27
ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს - დიტო სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
  • 11:24
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge