ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა. მაქვს განცდა, რომ ივანიშვილი, ამ ყველაფრის გადამოწმების პროცესშია - ირმა ინაშვილი
- კომენტარები
- 21.09.2026
- 22:26
პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა იმსხვერპლა, რომელიც ივანიშვილთან მის მუდმივ დისკრედიტაციას ეწეოდა.
როგორც ინაშვილმა დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მიუხედავად იმის, რომ ღარიბაშვილს მილიონი უბედურება დააბრალეს, ივანიშვილმა გადაამოწმა ყველაფერი და სწორედ ამიტომ გაუშვა მამუკა მდინარაძე.
ღარიბაშვილი სწორედ იმან იმსხვერპლა, რომ ეს ჯგუფი, მდინარაძე-კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ და უწყვეტ დისკრედიტაციას უწევდა, ღარიბაშვილს, მილიონი ღალატი და უბედურება დააბრალეს. მე დღეს მაქვს განცდა, რომ ივანიშვილი, ამ ყველაფრის გადამოწმების პროცესშია და მისი სახელით სარგებლობა, წერილის შეგზავნა, მან დაადასტურა, ამიტომაც მიაბრძანა მდინარაძე. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ეს ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის,- განაცხადა ინაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული ინფორმაცია მდინარაძის წასვლასა და მომავალში კობახიძის შესაძლო წასვლაზე, ინაშვილი პასუხობს:
ჩვენ ვხედავთ რეალობას, როცა “ქართული ოცნება“ აღარ არსებობს, ეს არის ნაციონალური ოცნება, ზუსტად ამას გაუსვა ხაზი ღარიბაშვილმაც, რომ თქვენ გახდით ისინი, ვისაც ჩენ ვებრძოდით. კობახიძე იმდენად არის დისკრედიტებული, წონა დაკარგული და გაფარჩაკებული კობახიძე, რომ დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილის და თავად “ოცნების“ ჯანსაღი ნაწილის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რომ ის იყოს პრემიერი. უნდა მიაბრძანონ, დაასვენონ ცოტა ხანი და ჩვენც დავისვენოთ.