primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო

  • ბიზნესი
  • 12.08.2026
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, ბრენდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ორი მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა. კომპანიის მიღწევები ბაზრის რეკორდული წილისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მიღებული ჯილდოები ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ადასტურებს, რომ განვითარების მოდელი, რომელსაც რეგიონში ვნერგავთ, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და JCB-ს მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობს.

ბაზრის რეკორდული წილი ჩვენი თანმიმდევრული სტრატეგიისა და მომხმარებლების ნდობის შედეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით როგორც გაყიდვების ზრდაზე, ისე თითოეულ ბაზარზე მდგრადი და გრძელვადიანი პოზიციის დამკვიდრებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს რეგიონში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

პროდუქტის დივერსიფიკაციის კუთხით მომხმარებელს JCB-ს ტექნიკის ფართო არჩევანს ვთავაზობთ. წარმოდგენილი გვაქვს ბრენდის ცხრა ძირითადი პროდუქტის მიმართულება - Core 9, რაც საშუალებას გვაძლევს, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საჭიროებებს კომპლექსური გადაწყვეტით ვუპასუხოთ. პროდუქციის ფართო არჩევანი და ძლიერი გაყიდვების შემდგომი მომსახურება მომხმარებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“.

გასულ წელს ნაჩვენები რეკორდული შედეგებისთვის JCB-მ კომპანიას 2025 Market Share Record ჯილდო გადასცა. 2025 წელს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ტექნიკით საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზრის 25%-იანი წილი მოიპოვა, ხოლო სომხეთში - 30%-იანი. ეს კომპანიისთვის - როგორც თითოეულ ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში - ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და, გაყიდვების შედეგებთან ერთად, მომხმარებლების ნდობასა და ბიზნესის განვითარების თანმიმდევრულ სტრატეგიას ასახავს.

მეორე ჯილდო - 2025 Full Line Dealer Award - კომპანიამ რეგიონში JCB-ს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი პორტფელისთვის მიიღო. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებლებს მხოლოდ ერთი ტიპის ტექნიკას არ სთავაზობს - პორტფელი JCB-ს პროდუქციის ცხრა ძირითად მიმართულებას - Core 9-ს - მოიცავს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის საჭიროებაზე სრულყოფილი გადაწყვეტა კომპლექსურად, ერთ სივრცეში მიიღონ.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ განვითარებასაც. „თეგეტას“ რეგიონში ერთადერთი სპეციალიზებული Uptime Center აქვს, რომელიც JCB LiveLink-ის ტელემატიკური სისტემის მეშვეობით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ტექნიკის მუშაობას აკონტროლებს. ცენტრი, ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, ოპერირების ეფექტიანობასა და სისტემურ შეტყობინებებზე რეაგირების პროცესსაც აანალიზებს, რაც პრევენციული ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკის მოცდენის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების, სერვისების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge