png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიის წევრი გახდა

  • ეკონომიკა
  • 17.03.2016
  • 14:00
საქართველო ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიის წევრი გახდა

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობზერვატორიის წევრი გახდა (www.obs.coe.int), ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

ობზერვატორია არის ევროპის საბჭოს ნაწილი, რომელიც შეიქმნა 1992 წელს. მისი მიზანია ევროპის აუდიოვიზუალური ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება. ობზერვატორია უზრუნველყოფს ინფორმაციას ევროპის აუდიოვიზუალური ბაზრებისა და მათი დაფინანსების თაობაზე; იგი აანალიზებს და ამზადებს ანგარიშებს იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორებზე. ობზერვატორიის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ფილმები, მაუწყებლობა, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურება და სხვა.

ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიაში გაწევრიანება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და აუდიოვიზუალური სექტორის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე, აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების, კერძოდ - აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის N2010/13/EU დირექტივის დანერგვასა და შემდგომ განხორციელებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge