png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
29 სექტემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 სექტემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 28.09.2026
  • 15:59
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა

Farizon Center Tegeta-მ, რომელიც საქართველოში პირველი სრულად ელექტრული კომერციული სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილების ოფიციალური დილერია, „თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე გეზის ფილიალში სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. ხუთი დღის განმავლობაში ტრენინგებს ჩინეთიდან მოწვეული Farizon-ის სპეციალისტები უძღვებოდნენ. პროგრამაში 20-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის იყვნენ სომხეთის Farizon-ის გუნდის წარმომადგენლები.

Farizon-ის სპეციალისტები საქართველოში „თეგეტას“ ინიციატივით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანი კომპანიის ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლება და ბრენდის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება იყო. ტრენინგის მონაწილეები ბრენდის კომერციული ელექტრომობილების ტექნიკური მომსახურების სპეციფიკასა და შესაბამის სტანდარტებს გაეცნენ. პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული ცოდნა უშუალოდ ავტომობილების სერვისის პროცესში გამოეყენებინათ.

გიორგი შაქარაშვილი, Farizon Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „Farizon-ის ბრენდის შემოყვანა და განვითარება საქართველოში ჩვენთვის მხოლოდ ავტომობილების გაყიდვით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გაყიდვის შემდეგაც შევთავაზოთ ბრენდის სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ტექნიკოსების კვალიფიკაცია უშუალოდ Farizon-ის სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით აგვემაღლებინა.

გვინდა, მზად ვიყოთ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ავტოპარკში ათეულობით, ასეულობით ან უფრო მეტი კომერციული ავტომობილის მიწოდება და მართვა სჭირდებათ. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები და ჰიპერმარკეტების ქსელები, კვებისა და სამედიცინო სფეროები – მათთვის ავტომობილის გაჩერება ყოველდღიურ ოპერაციებზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საგარანტიო და ტექნიკური მომსახურება სწრაფად, ხარისხიანად და ბრენდის სტანდარტების დაცვით წარიმართოს“.

ტექნიკური ვორქშოპისთვის „თეგეტა მოტორსის“ უახლესი გეზის ფილიალი შეირჩა, როგორც კომერციული ტრანსპორტის მომსახურებისა და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სივრცე. სწორედ ამ სივრცეში, Farizon-ის ავტომობილის შეძენასთან ერთად, მომხმარებლებს მისი შემდგომი ტექნიკური მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ფილიალი კომერციული და სატვირთო ტრანსპორტისთვის შესაბამისი, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც, მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ გუნდთან ერთად, Farizon-ის მომხმარებლებისთვის გაყიდვის შემდგომი მომსახურების სრულფასოვანი სერვისის უზრუნველყოფას ემსახურება.

ჟივეი იანგი, Farizon-ის გაყიდვების შემდგომი ტექნიკური მომსახურების მენეჯერი: „Farizon არის მსოფლიოში ცნობილი ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციული ავტომობილების ბრენდი. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს ბაზარს და ასევე დიდ ნდობას ვუცხადებთ Tegeta Holding-ს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ძლიერი პოზიციები და დიდი განვითარების პოტენციალი აქვს.

ჩვენთვის გაყიდვების შემდგომი მომსახურების ტრენინგი ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი მიზანია პროფესიონალი და კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მომზადება.

შემდგომ ეტაპზე, ადგილობრივ ტრენინგებთან ერთად, ჩინეთშიც განვახორციელებთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამას, რათა მუდმივად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების ცოდნა, შესაძლებლობები და პროფესიული კომპეტენციები“.

Farizon, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაშია, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს, მათ შორისაა Farizon SV, Farizon V6E,  Farizon F1E და Farizon F3E. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ტვირთამწეობითა და ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილით განსხვავდებიან. კომერციული ელექტროტრანსპორტი ბიზნესებს საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას აძლევს, რაც, საბოლოოდ, ავტომობილის ფლობის ჯამურ ღირებულებაზეც აისახება.

ანდრო ხვიტია, უფროსი კომერციული ანალიტიკოსი: „Farizon-ის კომერციული ელექტრომობილები ბიზნესისთვის ფლიტის მენეჯმენტის უფრო ეფექტიანი გადაწყვეტის კუთხით საინტერესო პროდუქტია, რადგან ისინი ფლობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებენ. მეორე მხრივ, როდესაც კომპანიას ათეულობით ან ასეულობით ავტომობილი ჰყავს, გადამწყვეტია, რამდენად ეფექტიანად შეძლებს ის ავტოპარკის მართვას, ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და ტრანსპორტის მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში გამოყენებას. ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის სერვისი სწორედ ამ პროცესის ერთიანად მართვას ემსახურება – ავტომობილის შერჩევიდან მის მოვლა-პატრონობამდე. ამ პროცესის ხარისხიანად მართვისთვის კი შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ტექნიკური გუნდია საჭირო. Farizon-იდან მოწვეული სპეციალისტების ტრენინგები სწორედ ამ შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება“.

ბრენდი „თეგეტას“ პორტფელს 2026 წლის დასაწყისში დაემატა და მსხვილი ბიზნესებისგან ინტერესი მალევე გამოიწვია. ამის ერთ-ერთი მაგალითია სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისთან“ საოპერაციო ლიზინგის კუთხით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას 10 ერთეული Farizon გადაეცა. ავტომობილის შერჩევასა და მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ბიზნესებს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს მოდელი მოიცავს ავტოპარკის ოპერირებისთვის საჭირო პროცესების სრულად მართვას, მათ შორის ბრენდის სტანდარტების შესაბამის ტექნიკურ და საგარანტიო მომსახურებას, მონიტორინგსა და სხვა სერვისებს, რასაც სწორედ Farizon-ის სპეციალისტებისგან დატრენინგებული მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
  • 15:59
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
დააკავეს ბებია, რომელიც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინებას აიძულებდა
  • 11:31
დააკავეს ბებია, რომელიც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინებას აიძულებდა
კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში -  ელენე ხოშტარია
  • 09:59
კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში -  ელენე ხოშტარია
ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს
  • 09:32
ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა
  • 07:14
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
  • 07:08
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
  • 07:02
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
პაატა ბურჭულაძე ციხიდან ოპოზიციას მიმართავს
  • 05:40
პაატა ბურჭულაძე ციხიდან ოპოზიციას მიმართავს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge