პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
- სამართალი
- 02.10.2026
- 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე, რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.
მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც, რომელიც მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც ნახა, როდესაც მეექვსე პენიტენცირი დაწესებულებაში მასთან შესახვედრად იმყოფებოდა.
ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობა მქონდა-თქო, თავს ხრის სახლახო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის ხმა არისო, - რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა - "მოტყ...ლს", "ქათამს", "დღეიდან ნახმარი ხარ", რომ მეძახიან". სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს. პროცესის მერე კი კიდევ ერთხელ ჩამიყვანეს კვარაცხელიას (ბადრაგი)საჩივრის მერე, ერთ-ერთი ბადრაგი მოდის რეზინის ხელთათმანი რომლემაც იხმარა", - ამბობს პატიმარი.
სკანდალური ჩვენების შემდეგ მსჯავრდებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულები. მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.