თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
- სამართალი
- 07.10.2026
- 10:43
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშეკალაპარკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200