გიორგი მარგველაშვილი უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა
- პოლიტიკა
- 01.10.2015
- 14:40
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა.
შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრება და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იყო.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200