png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • ბიზნესი
  • 08.10.2026
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • შეთანხმება საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ერთობლივ აქტივობებს, ლოიალობის პროგრამებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და კამპანიებს აერთიანებს

„თეგეტასა“ და „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ორ ბრენდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა ახალ, სტრუქტურირებულ ფორმატში გაგრძელდება და მომხმარებელს ერთიან საავტომობილო გამოცდილებას შესთავაზებს.

ხელმოწერის ღონისძიება „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ ეს პარტნიორობა, პირველ რიგში, ნიშნავს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სრულყოფილი საავტომობილო ეკოსისტემის შექმნას - ისეთის, სადაც მომხმარებლის გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტომობილის შეძენით, სერვისით ან კონკრეტული პროდუქტით. ამასთანავე, ეს პარტნიორობა „თეგეტასთვისაც“ მნიშვნელოვანია - ამ გზით ჩვენი ბრენდი მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მიდის, რაც გვეხმარება ლოიალობისა და ხანგრძლივი ურთიერთობის გაძლიერებაში.

„თეგეტასა“ და „გალფის“ პარტნიორობის ფარგლებში პირველი შეთავაზებები მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც საცალო, ისე კორპორაციულ არხში. ბიზნესებმა, რომლებიც „თეგეტასთან“ თანამშრომლობენ, უკვე იციან, რომ Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას „გალფის“ დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ. უკვე მოქმედებს „ვოლვო 365-იც“, რაც ავტომობილის შეძენისას მომხმარებლის „გალფის“ საწვავით დასაჩუქრებას გულისხმობს. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ არაერთ სიახლეს ვამზადებთ, მათ შორის „თეგეტას“ ციფრულ არხებში.

დღეს მომხმარებელი ბრენდებს აღარ უყურებს მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ჭრილში - მას სჭირდება კომფორტი, მრავალფეროვანი არჩევანი, დროის დაზოგვა, ხარისხიანი მომსახურება, დამატებითი სარგებელი და უკეთესი გამოცდილება ავტომობილით გადაადგილების მთელი ციკლის განმავლობაში“.

პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ რამდენიმე კრიტერიუმი იყო გადამწყვეტი - მასშტაბი, მომხმარებელთა ბაზა, მომსახურების ხარისხი და ბრენდის რეპუტაცია.

მიხეილ ესიაშვილი, „გალფის“ გენერალური დირექტორი: „გალფი“ და „თეგეტა“ საკუთარ სექტორებში ლიდერი კომპანიები არიან. ჩვენი გამოცდილების, მასშტაბისა და შესაძლებლობების გაერთიანება ორივე ბრენდს კიდევ უფრო გააძლიერებს და მომხმარებლისთვის ახალ ღირებულებას შექმნის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „გალფი“ „თეგეტასთვის“ საწვავის მთავარი მიმწოდებელი ხდება, რაც ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის. ჩვენთვის მოძრაობა მხოლოდ გადაადგილებას არ ნიშნავს - ეს ადამიანების, ბიზნესისა და ქვეყნის წინსვლაა. „თეგეტასთან“ ერთად, ჩვენი მიზანია ერთიანი საავტომობილო ეკოსისტემის განვითარება, სადაც საწვავი, საავტომობილო სერვისები და მომხმარებლისთვის საჭირო სხვა მომსახურებები ერთმანეთს ავსებს და ყოველდღიურ გადაადგილებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ეს გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობაა. სამომავლოდ ერთობლივი შეთავაზებების, ლოიალობის პროგრამებისა და ახალი სერვისების განვითარებაზე ვიმუშავებთ, რათა მეტი სარგებელი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შექმნის ენერგიას, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება“.

„თეგეტასა“ და „გალფს“ შორის შეთანხმება ერთი წლის ვადით გაფორმდა. გრძელვადიან პერსპექტივაში მხარეებს სურთ, თანამშრომლობა მდგრად პარტნიორულ ეკოსისტემად ჩამოყალიბდეს, სადაც ორი ძლიერი ბრენდის შესაძლებლობების გაერთიანებით მომხმარებელი დამატებით ბენეფიტებს მიიღებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია. საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge