png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა

  • ეკონომიკა
  • 18.03.2016
  • 10:38
2016 წელს საქართველოდან  ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა

2016 წელს საქართველოდან  ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.

„არაბული ქვეყნების დაინტერესება მზარდია და განპირობებულია საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის  იმიჯით. ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,  სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს  მონიტორინგსა და ცხოველთა ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კეთილსაიმედოობას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი  მიხეილ  სოხაძე.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მეცხოველეობის საექსპორტო პოტენციალის წახალისებისთვის ვეტერინარულ ღონისძიებებს  მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაციები სხვადასხვა დაავადებაზე; მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო აცრები. დღეისათვის ვაქცინირებულია მილიონამდე წვრილფეხა ცხოველი. დაავადების  პრევენციისთვის  დამატებით შემოტანილია 700 ათასი ცალი  მაღალი ხარისხის ვაქცინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge