უკრაინაში ლენინის ყველაზე დიდი ქანდაკება აიღეს
- მსოფლიო
- 18.03.2016
- 14:05
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში წარმატებით დასრულდა ქვეყანაში ლენინის დარჩენილ ძეგლთა შორის ყველაზე დიდი ქანდაკების დემონტაჟი.
პროცესი პირდაპირ ეთერში ინტერნეტით გადაიცემოდა, რასაც ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.20-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ამწეს მეშვეობით მოხსნეს. მოედანზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.
2013 წლის ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, უკრაინის მასშტაბით ლენინის 1000-მდე სხვადასხვა ზომის ძეგლი აიღეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200