png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რეგიონებში "პაციენტის უფლებების" კვირეული იწყება

  • საზოგადოება
  • 18.03.2016
  • 15:46
რეგიონებში "პაციენტის უფლებების" კვირეული იწყება

რეგიონებში "პაციენტის უფლებების" კვირეული იწყება. 24 მარტს სენაკში და 25 მარტს ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს და ახალგაზრდებს შეხვდება.

საუბარი შეეხება პაციენტის უფლებებს, სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებს, "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" საქმიანობას და სხვა მნიშვნელოვან თემებს. აუდიტორია გაეცნობა ცხელი ხაზის რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში დაფიქსირებულ განსაკუთრებულ შემთხვევებს. ასევე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ უნდა იმოქმედონ კლინიკებში არასათანადო სამედიცინო მომსახურებების მიღების დროს. ამასთან, ცხელი ხაზის ექსპერტები მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, როგორ უნდა ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული ფასდაკლებებით, რა ტიპის მკურნალობის თანადაფინანსებას ახორციელებს სახელმწიფო, როგორ ხდება ჩართვა სკრინინგ პროგრამებსა და ც-ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში.

რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. ცხელი ხაზის ექსპერტები აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხებენ.

"პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" ( 2 103 003) რამდენიმე წელია მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს და ზრუნავს პაციენტის უფლებების დაცვაზე. სერვისის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი მედია-აქტივობა დაიგეგმა. აღნიშნული პროექტის შესახებ მოსახლეობა ინფრომაციას პერიოდულად იღებს ტელე და ბეჭდური მედიის მეშვეობით.   მიმდინარე წლიდან, ცხელი ხაზის წარმომადგენლები უშუალოდ რეგიონებში ჩავლენ და ადგილზე გაესაუბრებიან მოსახლეობას. პირველ ეტაპზე, აქტივობები იწყება სამეგრელოს რეგიონიდან (სენაკი და ზუგდიდი), მომდევნო თვეების განმავლობაში კი შეხვედრები გაიმართება კიდევ 4 რეგიონის 8 ქალაქში.

რეგიონებში შეხვედრებისას დარიგდება "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" ბუკლეტები, სამახსოვრო ნივთები და გაიკვრება პლაკატები. ჩამოთვლილი აქტივობები გაშუქდება ადგილობრივი მედიის საშუალებით.

მსგავსი ტიპის შეხვერები "პაციენტის უფლებების კვირეულის ფარგლებში იმართება, რომლის კულმინაციაც იქნება "პაციენტისა და ექიმის" დღის აღნიშვნა შემოდგომაზე. აღნიშნული დღე საქართველოში პირველად, თბილისში, შემოდგომაზე გაიმართება.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge