png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

USAID მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ქვეყნის შემდგომი რეფორმირების პროცესში

  • პოლიტიკა
  • 19.03.2016
  • 11:19
USAID მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ქვეყნის შემდგომი რეფორმირების პროცესში

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 18 მარტს, სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორთან გაილ სმიტთან. 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საქმეში. განსაკუთრებით აღინიშნა ორგანიზაციის კონტრიბუცია კერძო სექტორის საქმიანობის წახალისების, ეკონომიკური განვითრების, საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში.

ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ინიცირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს "ქვეყნის ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ განვითარება", რომელსაც ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა და მისი საერთო მოცულობა 13 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. პროექტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის განათლება და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძოდ სექტორის განვითარება და გარემოს დაცვის საკითხები. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქმიანობას კონფლიქტის შემსუბუქებისა და შერიგების მიმართულებით. განიხილეს პროექტის დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობები. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას ემსახურება. 
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს ვრცლად გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი პროექტი, რაც ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, განათლების სისტემის რეფორმას და კიდევ უფრო ეფექტიანი მმართველობის სისტემის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

ამერიკულმა მხარემ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ინიციატივების მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა განავითაროს შემდგომი თანამშრომლობა ქვეყნის წინაშე მდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის რეფორმების მხარდაჭერას და ქვეყნის განვითრების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს. 

გაილ სმიტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას წარმატებული პარტნიორობისთვის, რაც ქვეყნის განვითარების გზაზე მიღწეულ არაერთ ხელშესახებ შედეგში გამოიხატა. 

მხარეებმა მიმოიხილეს თბილისში მ.წ. 12 აპრილს დაგეგმილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება განხილული ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, უწყებათაშორისი და რეგიონული განვითარების საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge