primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი მოსკოვში

  • კომენტარები
  • 21.03.2016
  • 14:06
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი მოსკოვში

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი მანდატი მკაფიოდ გაწერილია და ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი აღნიშნულია.

,,ბოლო ხანს ვამჩნევ, რომ ბევრი კითხვა წარმოშვა ზოგადად ამ ფორმატის შესახებ. 
შეგახსენებთ, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგის ფორმატი. იქ მონაწილეები ვალდებულებებს არ ვიღებთ, არც რაიმე დოკუმენტი ფორმდება და დიალოგი მიმდინარეობს თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ, ხშირად, როდესაც ისმება კითხვა – რაზე მოილაპარაკეს პრაღაში, - არ არის მთლიანად მართებული, იმიტომ რომ იქ ვერაფერზე მოვილაპარაკებთ. ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი თბილისში, ან მოსკოვში და ამის შემდეგ, შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან. ჩემი მანდატი მკაფიოდ გაწერილია, ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი ეს აღნიშნულია - ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები. ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე და ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით. ასეთივე პირადი სახის მოსაზრება, ბუნებრივია, შეუძლია გამოთქვას ჩემმა რუსმა კოლეგამ. ეს არის რთული დიალოგი, მწვავე დისკუსია, რაც ასეთი არაფორმალური ფორმატისთვის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, თუმცა ამა თუ იმ თემაზე კომენტარის გაკეთება არანაირად არ ნიშნავს იმ საკითხების განხილვას, რომლებიც ჟენევაში განიხილება. ზოგადად, საკითხის განხილვა ნიშნავს ამა თუ პრობლემის დეტალურად მომზადებას. სანამ პრაღაში გავემგზვრები, ვხვდები ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთაც რაღაც შეხება აქვთ რუსეთის თემატიკასთან, ვიღებ სრულ ინფორმაციას. ამ შეხვედრებს ესწრებიან საგარეო უწყების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც პრაღაში საკითხების საგნობრივად განხილვაში მონაწილეობენ. სრულყოფილი, დეტალური ინფორმაცია შეხვედრების შესახებ - ვინ რა თქვა, როგორ თქვა, რა უპასუხა - 15-მდე უწყების ხელმძღვანელს ეგზავნება. ამიტომ იმის თქმა, რომ არავინ იცის პრაღაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, არანაირად არ არის სერიოზული. შეხვედრების შესახებ საქმის კურსში არიან უცხოელი პარტნიორები და დიპლომატები და ისინი მხარს უჭერენ ამ რთული დიალოგის წარმოებას. ასეთი მხარდამჭერი განცახდებები არაერთხელ გაკეთებულა ვაშინგტონის, ნატო-ს ხელმძღვანელობის, ევროკავშირის ლიდერების, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი წარმოამდგენლების მხრიდან”, - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ არსებული ფორმატის წინააღმდეგ საუბრობს მხოლოდ ოპოზიციის ერთი ნაწილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge