ერაყელმა სამხედროებმა თარხან ბათირაშვილის ცხედარს მიაგნეს
- მსოფლიო
- 21.03.2016
- 15:05
ერაყელმა სამხედროებმა ”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ცხედარი ქალაქ რამადთან იპოვეს.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ანბარის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის მეთაურმა გენერალმა ისმაილ ალ-მახლავიმ განუცხადა.
მისი მტკიცებით, სამხედროებმა დასახელებული პუნქტის ელ-ბუეიდის დათვალიერებისას ”ისლამური სახელმწიფოს” 10 მებრძოლის , მათ შორის ომარ ალ შიშანის ცხედარს მიაგნეს.
მარტის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ ალ შიშანი ავია-დარტყმებისას დაიღუპა.
საჰაერო იერიში ავტოკოლონის წინააღმდეგ, რომლითაც თარხან ბათირაშვილი გადაადგილდებოდა, ქალაქ შადადთან 4 მარტს განხორციელდა.
პანკისელი ალ შიშანი ”ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელობაში რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა, მათ შორის ”სამხედრო მინისტრის” პოსტსაც.