png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„მზის შვილები“ თავდაცვის სამინისტროში

  • კონტაქტი
  • 21.03.2016
  • 19:32
„მზის შვილები“ თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაუნის სინდრომის კვირეულს შეუერთდა და საერთაშორისო დღე სამინისტროს ეზოში ხალისიანი აქციით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლა. აქციაში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და სამხედროებმა პატარებთან ერთად სამინისტროს ეზოში „მზის შვილების“ სიმბოლო - მზე ფერადი ცარცებით დახატეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა ბავშვებს საჩუქრად მზის ფორმის ბალიშები გადასცა.

„გვინდოდა, ჯარი „მზის შვილების“ აქციას შეერთებოდა. ჩვენ, ყველა ამ საზოგადოების წევრები ვართ. ჯარი განსაკუთრებით არის ქართველი საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის სარკე. ჯარშიც გვყავს ასეთი შვილები. სოლიდარულები ვართ, ვმეგობრობთ, გვიყვარს სხვისი შვილებიც. სწორედ, ამის დასტურად გვინდოდა პატარა ხალისიანი აქცია გაგვეკეთებინა, სადაც ბავშვები, სამხედროები, ყველა ერთად დავხატავდით მზეს და ვეტყოდით მთელ საქართველოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ჩვენ ყველანი ერთად მზის შვილები ვართ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge