საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთში ახალი ელჩი დანიშნა
- პოლიტიკა
- 22.03.2016
- 10:06
საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება რევაზ გაჩეჩილაძის სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოსნ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დღეს გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მაერგველაშვილი რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა და წარმატებები უსურვა.
რევაზ გაჩეჩილაძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, სომხეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
რევაზ გაჩეჩილაძეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1998 წელს მიენიჭა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200