png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 22.03.2016
  • 10:16
დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს პრინცთან, მის სამეფო უდიდებულესობა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან გამართა.

საუდის არაბეთის სამეფოს პრინცმა, რომელიც, ამავდროულად Kingdom Holding Company of the Kingdom of Saudi Arabia-ს თავმჯდომარეა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ეს ამ რანგის პირველი ვიზიტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიაში. ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა საქართველოში სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ჩვენს ქვეყანასთან კარგი მოგონებები აკავშირებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. 
საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით,საქართველოში იზრდება მისი ქვეყნიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო კარგად გაიცნონ საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს გულთბილი მიღებისა და საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა მასპინძელს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყანას ვაჭრობის უკეთეს შესაძლებლობებს შეუქმნის და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით, ის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერია.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. 
დავით უსუფაშვილთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თავისი სტრატეგიული მიმართულებით და ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს სტრატეგიული ვექტორები მიემართება არა მხოლოდ დასავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ, სადაც საუდის არაბეთს, მთლიანად, ამ რეგიონს, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და თავისთავად, ერ-რიადში ჩამოსვლა ჩვენი დელეგაციის, აქაურ პოლიტიკოსებში და ანალიტიკოსებში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს შეხვედრა გაიმართა პრინც ვალიდთან, ისაა სამეფო ოჯახის წევრი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, აქვს სურვილი, გააგრძელოს ინვესტიციების პოლიტიკა, მოსინჯოს ნიადაგი საქართველოში ამ მხრივ და უნდა გითხრათ, რომ საუბარი, რომელიც შედგა დავით უსუფაშვილსა და პრინც ვალიდს შორის სწორედ ამ თემებს ეხებოდა. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს პერსპექტივა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. საუბარი შეეხო თუ რა მიმართულებით შეიძლება ითანამშრომლონ საუდის არაბეთის სამეფომ და საქართველომ", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

დღესვე, დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge