png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმში, ბარცხანაში წყალარინების სისტემა სრულად იცვლება

  • ეკონომიკა
  • 22.03.2016
  • 13:14
ბათუმში, ბარცხანაში წყალარინების სისტემა სრულად იცვლება

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის სამუშაოების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ბარცხანის დასახლებაში. საკანალიზაციო ქსელი უკვე შეიცვალა შრომის, ჭიჭინაძის, ლორთქიფანიძის, აგარაკის ქუჩებზე. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება კაზინეთის ქუჩაზე.
ამ დროისთვის ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც ხორციელდება 300 და 500 მმ-იანი დიამეტრის მილების გაყვანა. მილების ჩალაგება დაწყებულია ქათამაძის ჩიხშიც, სადაც სამუშაოები დაახლოებით 2 კვირაში უნდა დასრულდეს. დღესვე დაიწყება საკანალიზაციო მილების გამოცვლა ნონეშვილის ქუჩაზე.
ბარცხანის დასახლებაში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და, ხელშეკრულების შესაბამისად, 28 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. თუმცა, სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს და სავარაუდოდ ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. ამ დროისთვის, შეცვლილი მილების სიგრძე ჯამში 2 კმ-ს შეადგენს. საკანალიზაციო მილების შეცვლის შემდეგ სისტემა ბარცხანის საკანალიზაციო სატუმბი სადგურის გავლით ცენტრალურ სატუმბ სადგურს მიუერთდება.
ბარცხანაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია ,,ფაიფერი და ფაიფერი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 829 350 ევროს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge