primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება

  • ეკონომიკა
  • 22.03.2016
  • 13:20
 მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება

საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნაა. სწორედ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს ბიზნესთან საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 22 მარტს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რეფორმის მნიშვნელობას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.

შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადეს იმ კომუნიკაციისთვის, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში შედგა ბიზნესთან. ამასთან, მათ დააფიქსირეს თხოვნა მოგების გადასახადის რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედების თაობაზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მთავრობისთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.  მნიშვნელოვანია,  ასევე რეფორმის განხორცილების  გარდამავალ ეტაპზე, ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, გამოთქვამს მზადყოფნას გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

აღნიშნულ პერიოდში რეფორმის ამოქმედება ბიზნესს ხელს შეუწყობს უფრო მომზადებული შეხვდეს მოგების გადასახადის ახალ მოდელს, მინიმუმამდე შეამციროს ის პოტენციური რისკები და ხარვეზები, რომელიც შესაძლოა მოჰყოლოდა რეფორმის მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებას.

 ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება:

 

• პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს - ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.

•მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.

•მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას:

 

Ø  დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში

Ø  პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით

Ø  ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს

Ø  რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;

Ø  გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;

Ø  გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;

Ø  შემცირდება  გარე ფინანსური შეზღუდვები;

Ø  ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;

Ø  ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;

Ø  გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;

Ø  გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

 

მნიშვნელოვანია, რეფორმა ითვალისწინებს ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ნორმები პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. კერძოდ:

 

► საგადასახადო დავის პერიოდში პირის  საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით;

► საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო;

► კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული  ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ  გადაიხდის დღგ-ს თანხას;

► გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ:

            2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა

            2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით

 

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ბიზნესთან ერთად გაიმართება მსჯელობა ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.   

 

საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ შეხვედრები გაიმართა 10-ზე მეტ ბიზნეს ასოციაციასთან და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს. აღნიშნული დიალოგის დროს ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge