png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციაში საქმიან შეხედრებს მართავს

  • საზოგადოება
  • 22.03.2016
  • 14:20
დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციაში საქმიან შეხედრებს მართავს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ფონდის დელეგაცია ჰონგ კონგში გამართული საქმიანი შეხვედრების შემდეგ ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციაში აგრძელებს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს პროვინციის გუბერნატორისა და ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების მიწვევით მართავს.

ფონდის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ძიანსის პოვინციის გუბერნატორს ლუ სინ შ-ს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა  ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს და ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პრსპექტივებს ეხება. ოფიციალური დოკუმენტი  საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის ეკონომიკურ დეპარტამენტს შორის გაფორმდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს.

ძიანგსისპროვნციაში, სადაც 42.200.000 ადამიანი ცხოვრობს ფონდის მენეჯმენტმა ორი ქალაქი მოინახულა. შეხვედრები გაიმართა  პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგისა და სიდიდით მეორე ქალაქ  ძიუძიაგნის მერებთან. საუბარი შეეხო თბილისსა და ძიანგძის პროვინციის ქალაქებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ქალაქ ძიუძიანგშისაპარნიორო ფონდის დელეგაციამ ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე დიდი  ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის  60 %-ს აკმაყოფილებს.  ფონდის მენეჯმენტი ქალაქის მერთან ერთად ქარხნის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ანალოგიური ქარხნის საქართველოში მშენებლობის სამომავლო პერსპექტივას.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ძიანგსის პროვინციაში დაათვალიერა მშენებარე ქართული ღვინის სახლი, რომელსაც საპარტნიორო ფონდის პარტნიორი, ძიანგსისპროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია აშენებს. კომპანიის სამომავლო გეგმებში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია შედის. ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია ქართული ღვინის სახლების მშენებლობას ჩინეთის რამდენიმე რეგიონში გეგმავს.

ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ბოაოს აზიურ ფორუმზე წარსდგება.. საერთშორისო ფორუმს მსოფლიოს ქვეყნების საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge