png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 22.03.2016
  • 18:05
საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება

საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება, - შეთანხმება საქართველოსა და ბელარუსის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა.

ბელარუსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა აღნიშნა, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც არასაკმარისია.

„ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 200 მილიონ აშშ დოლარამდე გავზარდოთ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის. იქამდე კი, ჩვენ ამისთვის აუცილებლად მივიჩნევთ წარმოების განვითარებას და თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით“,- განაცხადა ანდრეი კობიაკოვმა.

მიღწეულია შეთანხმება კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქართული და ბელარუსული მხარეები ერთობლივად განახორციელებენ.

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მხარეები ასევე მიესალმებიან ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას თბილისში.

ბელარუს კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო  ყოველთვის იქნება ბელარუსის სანდო პარტნიორი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში. ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას; გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

„ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა დაგეგმილია 2016 წელს, თბილისში. კომისიის კომპეტენციაში შედის აგრეთვე  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის: სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებისათვის საინტერესო საკითხები და დავსახეთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობის განმტკიცების გზები“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუს კოლეგას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას და აბრეშუმის გზის ინიციატივას; დაისახა ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები.

გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსი კოლეგა საქართველოში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ მინსკში დაწყებული საინტერესო დიალოგი თბილისში გაგრძელდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge