primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

31 მარტს თბილისის მოდის კვირეული მე-13 სეზონი იწყება

  • საზოგადოება
  • 23.03.2016
  • 13:37
31 მარტს თბილისის მოდის კვირეული მე-13 სეზონი იწყება

სასტუმროში „Rooms Tbilisi” გაიმართა თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ კვირეულის დამფუძნებლები თაკო ჩხეიძე და მაკა ყუბუსიძე. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდენ კვირეულის მხარდამჭერები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამართველოს უფროსი გიორგი აფციაური და „Rooms Tbilisi”-ს გენერალური მენეჯერი ლევან ბერულავა.

პრესკონფერენციაზე საუბარი კვირეულის საბოლოო განრიგს, მონაწილე დიზაინერებს და ქალაქის კულტურულ სივრცეებს შეეხო. ასევე აღინიშნა კვირეულის საპატიო სტუმრების ვინაობა და სიმრავლე, რომელთა ვიზიტი საქართველოში ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

თბილისის მოდის კვირეულს მე-13 სეზონს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება  სასტუმროში ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია. მისი პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე. ამჯერად იგი ტანგოს პერფორმანსს გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი ახალგაზრდა ხელოვანის მაქსიმეს ჩვენება/პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს კოლექციას სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში იხილავენ, ხოლო კვირეულის პირველი ჩვენება LAKO BUKIA სასტუმრო Rooms Tbilisi-ს მთავარ ლოკაციაზე მოეწყობა. ჩვენებებს შორის ეზოში პარტნიორი კომპანია „ასკანელი ძმების“  ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კვირეულის გახსნის წვეულება მ-ჯგუფის „ოტიუმში“ გაიმართება, ხოლო ჟურნალ „ნარგის საქართველო“-ს საღამო ძველი თბილისის გულში „ტერასა 360“-ზე.

თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, ამერიკული VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, ავსტრალიური VOGUE-ს მთავარი რედაქტორი ქრისტინე ცენტენერა, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და ცნობილი Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. ასევე, LVMH სკაუტი და ჟურნალისტი იუ მასუი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), GLAMOUR UK, Twenty6 magazine, Style du Monde, W Magazine, FW-DAILY.COM, INTERVIEW, Glass Magazine, Oyster Magazine, Allure.ru, Nargis.az, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს (ე.წ. Buyers) უმასპინძლებს: H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie. ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.

ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა - MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”

პარტნიორი ღვინის კომპანია „ასკანელი ძმები“

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, iStudio და Mgroup.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“, თბილისში ექსკლუზიურ ადგილას დაიდებს ბინას -  სოლოლაკი, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3. 19-ბინიანი კომპლექსის მთავარი უპირატესობები ყველა ბინის აივნიდან ძველ თბილისზე და მთაწმინდაზე გაშლილი უნიკალური ხედები და გამწვენებული გარემოა. კომპლექსში ყველაფერია გამორჩეული ადამიანების ჰარმონიული ცხოვრებისათვის: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გამწვანებული შიდა ეზო და კონსიერჟის მომსახურება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge