png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება

  • საზოგადოება
  • 23.03.2016
  • 13:49
სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმას ვერ გვთავაზობს.

„არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ.

ფონდი "კურაციოს" მიერ ჩატარებულმა უაღრესად საყურადღებო კვლევამ გამოავლინა შემდეგი პრობლემები:
- კვლევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებათა
მენეჯერების 52.3% სამინისტროდან თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებენ;
- რესპონდენტთა 73.1%-ის აზრით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა; რესპონდენტთა 64.9% მიიჩნევს რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდება შემდეგ 6 თვეში”, აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ქაოსზე მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტიც მეტყველებს. სწორედ ამიტომაა, რომ სამინისტრო საავადმყოფოებს თანხებს დაგვიანებით ურიცხავს და დაგვიანების პერიოდი სულ უფრო იზრდება.

„ხარჯვა რომ დღევანდელი ტემპით გაგრძელდეს, ბიუჯეტში გამოყოფილი 570 მლნ ლარი სექტემბერში ამოიწურება და პროგრამას 100 მლნ ლარზე მეტი უნდა დაემატოს.

არა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და, სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს. სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას.

საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის ერთი ნაწილია მხოლოდ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რასაც მინისტრი სერგეენკო ვერ ახერხებს”, აცხადებს ჭიაბერაშვილი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge