png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ ინტერპოლის მიერ ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 23.03.2016
  • 13:51
მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ ინტერპოლის მიერ ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები.

კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის (red notice request) ან ძებნის გავრცელების  (diffusion request) თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს; 

2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების  თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;  

3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

შესაბამისად, დავით ახალაიას შემთხვევაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძებნილ პირს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ძებნის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლის ზემოთ მითითებული მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ დავით ახალაიასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძენილი სხვა რამოდენიმე პირთან. კერძოდ, მონაცემთა დამუშავების თაობაზე ახალი ინსტრუქციების დამტკიცებიდან დღემდე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ასევე საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ 209 პირთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, ხორვატიის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ ძებნილ პირებთან მიმართებაში.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურა საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ინტერპოლის რეგულაციების ფარგლებში გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დღეს არსებული მიდგომის გასაუქმებლად და მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge