ბრიუსელის ტერაქტებში მესამე ეჭვმიტანილი დააკავეს
- მსოფლიო
- 23.03.2016
- 14:30
ბრიუსელის ტერაქტებში სავარაუდო მესამე ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლახრაუი, რომელიც აფეთებისთანავე აეროპორტიდან გაიქცა, ბელგიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ის სათვალთვალო კამერებმა ორ თვითმკვლელ ძმასთან ხალიდ და ბრახიმ ბაკრაუიებთან ერთად დააფიქსირა.
ლახრაუი პარიზის ტერაქტების საქმეზე მანამდეც იძებნებოდა.
ბრიუსელის ტერაქტებს 22 მარტს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაიჭრა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200