png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარდათ

  • ეკონომიკა
  • 23.03.2016
  • 15:36
აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარდათ

აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგი ჩაუტარდათ. გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ულიხ ტროსიენმა ტრენინგის მონაწილეებს სარესტორნო ბიზნესში მუშაობის 30 წლიანი  გამოცდილება გაუზიარა. ტრენიგისას დეტალურად განიხილეს მსოფლიოში დანერგილი სტანდარტები,  რომელსაც რესტორანი უნდა აკმაყოფილებდეს. უფრო კონკრეტულად კი ტროსიენმა ყურადღება ისეთ დეტალებზე გაამახვილა, როგორებიცაა რესტორნის ორგანიზება, ინტერიერისა და სამზარეულოს მოწყობა, მოსამსახურე პერსონალის მართვა, სტუმრის დახვედრა, სუფრის ეტიკეტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ერთობლიობაც საბოლოო ჯამში რესტორნის რეპუტაციასა და მომსახურების ხარისხს განსაზღვრავს.  

დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრი უფასო ტრენინგებს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს ყოველკვირეულად სთავაზობს. ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე Recommend.ge. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სატრენინგო ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით კერძო სექტორს წარმომადგენელმაც მიმართოს.

“ჩვენი სატრენინგო ცენტრის მიზანია გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. ტრენინგებზე დასწრება უფასოა და დარგში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს რა სახის ტრენინგზე ურჩევნია დასწრება. ამისთვის ჩვენ წინასწარ გავწერეთ ტრენიგების განრიგი სამ თვეზე და ინფორმაცია ტრენინგის თემის, ტრენერისა და მისი ჩატარების თარიღის შესახებ განთავსებული გვაქვს ვებ-გვერდზე recommend.ge. ვფიქრობ, წლის ბოლოს ეს ტრენინგები შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აისახება მომსახურების ხარისხზე,“- განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

 

ტრენინგების განრიგის ნახვა  შესაძლებელია შემდეგ ბმულზე  http://recommend.ge/ge/training-center/trainings .

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge