png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გენადი არველაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობის დახმარების პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

  • ეკონომიკა
  • 23.03.2016
  • 16:14
გენადი არველაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობის დახმარების პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელებული ორი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

პროექტები წარმოადგენს საბიუჯეტო დახმარებას და საერთო ჯამში 9,5 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი პროექტები ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) დანერგვას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, პროექტების მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება როგორც ინსტიტუციურ და მარეგულირებელ რეფორმებზე, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე, მსოფლიოს უდიდეს ერთიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობის ათვისება. მისი განცხადებით, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეძლებენ პროდუქტიულობის გაზრდასა და საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტების დანერგვას.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ბიზნეს გარემოს ზოგადი გაუმჯობესება, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის გზით, წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას. ის დაეხმრება კომპანიებს, მოერგონ ახალ ბიზნეს რეგულაციებს, განსაკუთრებით, სურსათის უსაფრთხოებისა და ჰიგიენურ სტანდარტებს.

ევროკავშირი 4.5 მილიონ ევროს გამოყოფს ევრობანკის “DCFTA ადაპტაციის პროგრამისათვის” და 5,0 მილიონ ევროს - GIZ–ის “მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოში” ინიციატივისთვის. ორივე პროექტი შეესაბამება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების საქართველოს სტრატეგიას 2016-2020 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge