png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

  • საზოგადოება
  • 24.03.2016
  • 11:53
ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიას დაესწრო.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მშვიდობიანი და წარმატებული მონაწილეობა უსურვა:

„დღეს ჩვენ თქვენ უმნიშვნელოვანეს მისიაში გაცილებთ. გაცილებთ და ამავე დროს ვფიქრობთ თქვენზე და იმ მნიშვნელოვან სამსახურზე, რომელიც თქვენ უნდა გაუწიოთ სამშობლოს და მთელ მსოფლიოს. თქვენ მიბრძანდებით თქვენს თანამებრძოლებთან ერთად, იმისთვის რომ დაიცვათ მშვიდობა მთელს მსოფლიოში. თქვენ მიბრძანდებით საქართველოს ინტერესების დასაცავად. დღეს, როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ამ მისიით და სხვა მისიებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა, იცავდენენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში. თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას იმ მრავალსაუკუნოვან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს. ყოველი დღე , რომელსაც თქვენ იქ გაატარებთ, ჩვენ თვალს გადევნებთ ერთდროულად სიამაყით და ამავე დროს თქვენზე ფიქრით და თქვენზე ლოცვით. მინდა გითხრათ, რომ მთავარი რაც თქვენ იქ უნდა გააკეთოთ, ეს არის დაიცვათ ადამიანის სიცოცხლე, გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლეს და გაუფრთხილდეთ სხვა ადამიანების სიცოცხლეს. იმიტომ რომ ეს არის ჯარისკაცის მთავარი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით სამსახურისთვის, ვიფიქრებ თქვენზე ყოველი დღე , როდესაც თვენ იქნებით იქ. დაგვხდებით თითოეულს აქ, როდესაც მშვიდობით ჩამობრძანდებით სამშობლოში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და დალოცოს საქართველო."- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ასევე სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ დამზადებული ახალი პერსონალური დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომლითაც ქართული ჯარი აღიჭურვება. უახლოეს მომავალში ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები გაემგზავრებიან.

ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკის ელჩმა გააცილეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge