ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება
- საზოგადოება
- 24.03.2016
- 13:19
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის შემოერთებულ საზღვრებში, წავკისის სატუმბო სადგურისა და რეზერვუარების მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.
შეიცვლება არსებული და მოეწყობა ახალი, უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი ურდულები, სულ 11 ერთეული.აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 25 მარტის დილის 11:00 საათიდან, 26 მარტის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: წყენთის, ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის, ტაბახმელას, შინდისის, წავკისის და წავკისის ველის დასახლებებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200