png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ზედაზენი“ და „პსპ“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორები გახდნენ

  • ეკონომიკა
  • 24.03.2016
  • 13:45
„ზედაზენი“ და „პსპ“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორები გახდნენ

„ზედაზენი“ და „პსპ“ ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. მხარეებს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ძიუდოს ფედერაცია ოთხი წლის მანძილზე სასპონსორო თანხის სახით, დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება.

საერთო სლოგანი „ერთად შევქმნათ გამარჯვების ისტორია“ უკვე ძალაშია და .„პსპ“ და „ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერას ერთობლივი ძალებით იწყებენ.

მხარეებს შორის მემორანდუმს ხელი კომპანია ,,ზედაზენის ’’ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, “პსპ ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოაწერს.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განმარტა, ეს სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც კერძო სექტორი ძიუდოს ფედერაციას 1 მლნ ლარით აფინანსებს.

„ძალინ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა. ოთხ წლიანი ციკლია, რომლის დროსაც 1 მლნ ლარიანი სასპონსორო ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. უკვე ტრადიციადაც კი იქცა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფედერაციების ერთობლივი მუშაობით სპონსორები ბრუნდებიან ქართულ სპორტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ქართული კომპანია მიბაძავს ამ კარგ წამოწყებას“, აღნიშნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

როგორც კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განმარტა, ძიუდო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ძიუდოს ფედერაციის სპონსორობა.

„პირადად ჩემთვის, ძიუდო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დაწყებული მამიდან მთელი ოჯახი დაკავებული ვართ ამ სპორტით, ან ვგულშემატკივრობთ. დღეს სპორტს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენი გადაწყვეტილებაც კონკრეტულად ძიუდოს მხარდაჭერაზე, ჩვენი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. ძიუდო არის ეროვნული სპორტი, რომ გადავხედოთ ჩვენს მოღვაწეობას სპორტის ამ დარგში ვნახავთ, რომ საკმაოდ ბევრი და დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. პერსპექტივაც დიდი გვაქცვს, არიან ახალგაზრდები, რომელთაც წარმოჩენა და ხელის შეწყობა სჭირდებათ“, აღნიძნა ბიზნესმენმა.

“პსპ ჯგუფის“ დირექტორის გოჩა გოგილაშვილის თქმით, „პსპ“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას წლების გამნმავლობაში ეწეოდა და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

„პსპ“ 22 წლის განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწეოდა. აქედან გამომდინარე დღეიდან კომპანია „პსპ“ „ზედაზენთან“ ერთად 4 წლის განმავლობაში იქნება ძიუდოს ფედერაციის  გენერალური სპონსორი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი და „ზედაზენის“ დახმარებით ძიურო უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე“, განმარტა “პსპ ჯგუფის“ დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებსა და ფედერაციას შორის  ხელშეკრულების გაფორმება უწინ უძღვის ისეთ მნინელოვან მოვლენას, როგორიცაა ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრან პრი 2016“-ს, რომელიც 25-27 მარტს იმართება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge