png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხვალ, სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართება

  • ეკონომიკა
  • 24.03.2016
  • 14:00
ხვალ, სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული  კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართება

25 მარტს 10:00 საათზე, სასტუმროში „ამბასადორი“ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI) მცირე და დიდი კავკასიონის რეგიონებში სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული  კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.

ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში და აქტიურად მუშაობენ  სასურსათო უსაფრთხოების  პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე.

 აღნიშნული კვლევის შედეგები წარმოგვიდგენს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს საქართველოს მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებში. კვლევა განახორციელდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა”, რომელსაც ოქსფამი ახორცილებს საქართველოსა და სომხეთში.

კვლევის მიზანი იყო  საქართველოს მთიანეთში არსებული მდგომარეობის შესწავლა

 სასურსათო უსაფრთხოების და კვების უსაფრთხოების კუთხით; ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შეფასება სურსათის წარმოებისა და სურსათზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. კვლევა გვიჩვენებს თუ როგორი მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობაში არასრულფასოვანი/არაჯანსაღი კვების მხრივ და როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები მოსახლეობის მიერ სურსათის წარმოების შესაძლებლობაზე.

კვლევამ დაფარა 3 რეგიონი, რომლებიც ესაზღვრებიან მეზობელ სახელმწიფოებს (რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი); 1. დიდი კავკასიონის მთების დასავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (მესტიის და ონის მუნიციპალიტეტები) 2. დიდი კავკასიონის მთების აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (ყაზბეგის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები) და 3. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე მუნიციპალიტეტები (ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, დმანისი, ხულო, ქედა და შუახევი).

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სექტემბერში, ევროკავშირის დაფინანსებით ოქსფამმა დაიწყო 4 წლიანი პროექტი სახელწოდებით „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge