png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 24.03.2016
  • 16:50
დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორთან, ფარუქ ა. ბასტაკისთან გამართა.

ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისა და სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც, თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტი მიზნად მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოსა და მისი ეკონომიკური პოტენციალის ყველა მიმართულებით გაცნობას ისახავს, ხოლო ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოში სტუმრობა ქართული დელეგაციისთვის ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა უშუალოდ სამთავრობო სტრუქტურების პრეროგატივაა, ამ კუთხით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალსა და შესაძლებლობებს მასპინძლებს ყველა დონეზე გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე აცნობს. მისივე თქმით, საქართველო, რომელიც ღია და სტაბილური ქვეყანაა მიმზიდველი ბიზნესგარემოთი და საგადასახადო სისტემით, დღითიდღე უფრო მეტი ინვესტორის ყურადღებას იპყრობს.

დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობებს უკვე იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტო დაინტერესდება იმ ბიზნესფორუმებში მონაწილეობით, რომელთა გამართვის შესაძლებლობაზე გუშინ, ქვეყნის ემირთან გამართული შეხვედრისას იმსჯელეს. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.

ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობა და საინვესტიციო მიმართულებები გააცნო. მისი განცხადებით, სააგენტო საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდება. ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის გაუმჯობესების მხრივ რჩევებიც მისცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოს მსგავს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს დააინტერესებს.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში 25 მარტს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge