png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტი:ჯარისკაცის მოღვაწეობა იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა

  • პოლიტიკა
  • 25.03.2016
  • 14:04
პრეზიდენტი:ჯარისკაცის მოღვაწეობა იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრო. სერჟანტთა მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენაც მოხდა. საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიმართა, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოხდება. გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვართ სერჟანტთა სკოლაში - სკოლაში იმ ადამიანებისა, რომლებზეც გადადის მთავარი ტვირთი ბრძოლისა, იმ სირთულეებისა, რომლებიც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე შეეხება. თქვენ გამგრძელებელი ხართ იმ ტრადიციებისა, რომლითაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მცირე ერმა სწორედ თქვენი წინაპრებით და თქვენნაირი ადამიანებით შევძელით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი - იყო ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოებებში, მაგრამ მაინც შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე, თქვენი ძალისხმევით ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთულეს ვითარებაში დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად. ნიშანდობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი უკავშირდება გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი თავისი სიმამაცით. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში", - აღნიშნა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სკოლის კურსანტები დაესწრნენ. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა.

2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge