png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2017 წლის 1-ელი იანვრიდან „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

  • ეკონომიკა
  • 25.03.2016
  • 16:01
2017 წლის 1-ელი იანვრიდან „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

2017 წლის 1 იანვრიდან „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ტექნიკური რეგლამენტის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ასევე თბილისის მერიის, სასწავლო დაწესებულებების,  პროფესიული წრეების წარმომადგენლები, დეველოპერები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ტექნიკური რეგლამენტის  მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დღეისთვის საქართველოში შენობა–ნაგებობების დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, მეტწილად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები და წესები გამოიყენება, რაც ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ შემუშავდა „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები, რომელიც შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე (USAID, „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)“ - ფარგლებში)  შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს.

„შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ მიზანია შექმნას მინიმალური მოთხოვნები საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრეებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებების დროს.

შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის ტექნიკური რეგულირებისათვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“  საბჭოთა დროინდელი ნორმებისა და წესების, ასევე სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების დიდწილად ჩანაცვლების შესაძლებლობას შექმნის. ქართულ ენაზე არსებული საქართველოს ტექნიკური რეგლამენტი  არქიტექტორების, ინჟინრების, ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ადმინისტრაციული ორგანოებისა და ექსპერტების საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი   საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით არის დამტკიცებული.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge