ფოთში რაგბის მსაჯის დაჭრის ფაქტს რაგბის კავშირში ადასტურებენ
- სამართალი
- 28.03.2016
- 09:51
ფოთში რაგბის მსაჯი დაჭრეს. ფაქტს ადასტურებენ რაგბის კავშირში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეებიც. სხვა დეტალები უცნობია.
შემთხვევა სტადიონზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიის 21 წლის ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის შემდეგ დაპირისპირების დროს დაჭრეს ბასრი საგნით. ის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის ოფიციალური ვერსია უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ნიკო ამაშუკელი ფოთის სტადიონზე ბათუმის ”ბათუმსა” და თბილისის ”არმიას” შორის შეხვედრას მსაჯობდა. მატჩი ფრედ 21:21 დასრულდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200