png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარადგინა

  • საზოგადოება
  • 28.03.2016
  • 15:06
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს  პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა  პირმა წარდგენილკანდიდატებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და  უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილიკიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძე. 

„მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირისწინ.  მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიცსწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელითშესძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თამარ ლალიაშვილის განცხადებით გახდე მოსამართლე ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის წინაშე: „როდესაც ხდები მოსამართლე უნდა ემსახურო და დაემორჩილომხოლოდ კონსტიტუციას და სამართლიან კანონს და არა სხვა რაიმეს ან ვინმეს. ეს არის ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსათვის,"- აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა ჟურნალისტებთანსაუბრისას.   

სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ნანა თოდუამ განაცხადა, რომ მოსამართლეები შეზღუდულები არიან ნორმის განმარტების დროს და ხშირად მიმართავენნორმის სიტყვასიტყვით ადეკვატურ განმარტებას, მაშინ როდესაც ნორმის განმარტების სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომელიც შეიძლება მოსამართლემ კარგად გამოიყენოს მითუმეტეს მაშინ,როდესაც ხედავს, რომ არასამართლიანად არის ქმედება დაკვალიფიცირებული ან ადამიანის უფლება შელახულია გამოძიების ეტაპზე, ამის გამოსწორებისთვის სასამართლოს აქვს მთელი რიგიბერკეტები თუ ის ნორმას სწორად განმარტავს.

თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორისთანამდებობას იკავებდა.  1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდესამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა დაასახელა ნონა თოდუას კანდიდატურა.

ნონა თოდუას 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს.  წლების განმავლობაში  იგი  ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ.უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტისპროფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.  ნონა თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსისტეტის  იურიდიულიფაკულტეტი დაამთავრა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge