ავღანეთში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს
- მსოფლიო
- 02.10.2015
- 11:08
მოძროაბა „თალიბანის“ მებრძოლებმა ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის С-130 „ჰერკულესის“ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა აიღენს. ამის შესახებ ინფორმაციას France-Presse სოციალურ ქსელში ტერორისტების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენმა მოჯახედებმა ჯალალაბადში ჩამოაგდეს აშშ-ის ოთხძრავიანი თვითმფრინავი“, - წერს „თალიბანის“ სპიკერი ზაბიულა მუჯახიდი.
როგორც ცნობილია, ამერიკის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჯალალბადში 2 ოქტომბრის ღამეს ჩამოვარდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 14 ადამიანი.
აშშ-ის ხელისუფლებას სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები ჯერ არ დაუსახელებია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200