თურქეთმა, ტრადიციული ტკბილეულის, რახათ-ლუხუმის ექსპორტი გაზარდა
- ეკონომიკა
- 29.03.2016
- 14:00
თურქეთმა, ტრადიციული ტკბილეულის, რახათ-ლუხუმის ექსპორტი გაზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვბით, 2015 წელს თურქეთიდან 32,5 მლნ დოლარის ღირებულების რახათ-ლუხუმის ექსპორტი განახორციელა, რაც 9,5 %-ით მეტია 2014 წელს ქვეყნიდან გატანილი რახათ-ლუხუმის ღირებულებაზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ტრადიციული თურქული თკბილეულის ექსპორტი ბრიტანეთში განხორციელდა, სადაც 2015 წელს 3,5 მლნ დოლარის ღირებულების თურქული რახათ-ლუხუმის იმპორტი მოხდა.
დიდი ბრიტანეთის შემდეგ რახათ-ლუხუმისთვის ყველაზე დიდი ბაზარი გერმანია და საუდის არაბეთია, სადაც 2015 წელს 2-2 მლნ დოლარის ღირებულების თურქული ტრადიციული ტკბილეული შეიტანეს.
რახათ-ლუხუმის ექსპორტის მხრივ მესამე პოზიციაზეა აშშ, ხოლო შემდეგ მოდიან ირანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200