png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პარიზში პირველი სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენევს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.03.2016
  • 11:47
პარიზში პირველი სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენევს შეხვდა

პარიზში პირველი სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკანონო მიგრაციისა და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი მღებრიშვილი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

ბერნარ კაზენევმა საქართველოს შს მინისტრს პარიზში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიაღწია და შესაბამისად, ევროკომისიის ანგარიშში დადებითად აისახა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა - „შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ძალიან დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისათვის“. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საფრანგეთის შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არალეგალურ მიგრანტთა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებზე. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხების დასაძლევად ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს შს მინისტრმა როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე სრული მზაობა გამოხატა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროსა და ევროპოლს (ევროპის პოლიციის სამსახური) შორის გაფორმდება შეთანხმება ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას.

საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის კრიმინალურ პოლიციებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის, პოლიციის ატაშეების მონაწილეობით.

გიორგი მღებრიშვილი და ბერნარ კაზენევი სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge