png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.03.2016
  • 16:38
გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის გაერთიანებული  სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მას გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული  სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს  მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა  და სამომავლო პერსპექტივებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ სავაჭრო ბრუნვა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, 2016 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა და 21.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც საქართველოს, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის სანდო პარტნიორის იმიჯზე მეტყველებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა  და  ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

გიორგი კვირიკაშვილმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ფილიპ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge