png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 31.03.2016
  • 10:26
გიორგი მარგველაშვილი  აშშ-ში თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს და რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნები საკუთარ მომვალთან დაკავშირებით ერთიანი ხედვით გამოდიან. ცენტრალური აზიის, კავკასიის, შავი და კასპიის ზღვების რეგონების ლიდერები საკუთარ მომავალს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში ხედავენ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება, როგორ აღმოსავლეთის ასევე, ევროპის ქვეყნებისათვის.

„საქართველოს როლი სწორედ ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. საქართველო ცდილობს განვითარდეს, როგორც დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მთელი რეგიონისათვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურული ურთიერთობების უსაფრთხოებას“, - განახადა საქართველოს პრზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ავითარებს მჭიდრო ურთიერთობებს ახლო მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ერთობლივი პროექტები უკავშირდება როგორც ენერგომატარებლებს, კასპიის ზღვიდან შავი ზღვის რეგიონისაკენ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მიმართულებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ლაპის ლაზული“, დღეს აქტიური განხილვები მიმდინარეობს თურქმენეთთან ამ პროექტთან დაკავშირებით და რომელიც ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს პროექტი, რომელიც 2019 წელს დასრულდება და გულისხმობს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერიოს და განსაზღვროს იგი. 

„რუსეთის შემოიჭრა ქართულ მიწაზე სამხედრო აგრესიით, რათა შეეფერხებინა საქართველოს განვითარება, საქართველოს განვითარების შეჩერება კი ნიშნავს ყველა იმ შესაძლებლობების დახურვას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ერთობლივად მოელიან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს უსაფრთხოება, რომელიც კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და საქართველოსა და რეგიონისათვის უკეთესი მომავლის განსაზღვრას გულისხმობს.

დონალდ რამსფელდთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს შეხვდა, რომლებიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერები არიან.

დონალდ რამსფელდმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისა და ფონდის სტიპენდიანტებთან დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან აზიის ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო სექტორების ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყნებს მოახმარონ.

დონალდ რამსფელდმა შეხვადრაზე აღნიშნა, რომ რამფელდის ფონდის სტიპენდიანტების მომდევნო, ყოველწლიური შეკრება ივნისში, საქართველოში ჩატარდება.

„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის დემოკრატიისა და პროგრესის თვალსაზრისით“,- აღნიშნა რამსფელდმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო უმასპინძლებს და უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდრებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობის შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge