primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის პროექტი ახალ ფაზას იწყებს

  • საზოგადოება
  • 31.03.2016
  • 11:23
საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის პროექტი ახალ ფაზას იწყებს

საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" მომდევნო ფაზას იწყება. ASB საქართველოს ახალი პროექტი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" და „უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრთან პარტნიორობით" ხორციელდება. 

პროექტი რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამონაწილეობას დიალოგში სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე. მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოების დაფინანსება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. კონკურსის შედეგად რამოდენიმე ასეთი ორგანიზაცია შეირჩა, რომელებიც სწორედ სოციალური სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული. შერჩეული საწარმოებია: 

„ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" - წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას და მის მიერ ადმინისტრირებული დღის ცენტრები 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გაუწევს მომსახურეობას. ცენტრები იმერეთის სამ ქალაქს მოიცავს. ესენია: ქუთაისი, სამტრედია და თერჯოლა. პროექტი უზრუნველყოფს ბენეფიციართა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. 

„კეთილდეობისა და განვითარების ცენტრი" - წარმოადგენს სოციალური სერვისების მიმწოდებელ საწარმოს, რომელიც მოემსახურება გორის რაიონის მაღალმთიან სოფლებში და ბუფერულ ზონაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილებსა და ბავშვებს.

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში" პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში მცხოვრები ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს მიაწვდის შინ მოვლის მომსახურებას. 

„საქართველოს სამარიტელთა კავშირი" გახლავთ სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია. ორგანიზაცია თელავის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის მომსახურებას შესთავაზებს მოხუცებს და დახმარებას გაუწევს ხანდაზმულ პირებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. 

ქალაქ გორში არსებული ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ" ხანდაზმულთათვის სოციალური სერვისების მიმწოდებელ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც პროექტის ფარგლებში მოემსახურება საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ხანდაზმულ წევრებს. სპეციალური მობილური მულტიდისციპლინარული გუნდი მოემსახურება ისეთ მოხუცებს, რომლებიც გეოგრაფიულად შორ მანძილზე ცხოვრობენ.

პროექტ "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" ორ ეტაპად განხორციელდება. ორივე ეტაპის ფარგლებში აქტივობები იგეგმება, როგორც საქართველოში ისე უკრაინაში. პირველ ეტაპზე დაფინანსდება 7 სოციალური საწარმო, რომლებსაც გამოეყოთ თანხა 15 ათასი ევროს ექვივალენტის ოდენობით. პროექტის დაფინანსების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ხელისუფლების (ადგილობრივი ან ცენტრალური) მატერიალური თანამონაწილეობა. 

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობა 1992-1997 წლებში დაიწყო, ხოლო 2010 წელს ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ქართული ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულია 20-მდე სოციალური საწარმო,როგორც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. უახლოეს პერიოდში დაფინანსდება 17 სოციალური საწარმო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge