png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით

  • პოლიტიკა
  • 31.03.2016
  • 17:43
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით

„ჩვენ გვწამს, რომ  საქართველო ევროპას ეკუთვნის არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებების  თვალსაზრისითაც.  ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იცავს და განამტკიცებს ევროპულ ინტერესებს კავკასიის რეგიონში და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს ხიდს  ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და პარტნიორებთან დასაკავშირებლად“  -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლატვიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ლატვიის მხარდაჭერაზე ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასი აქვს  „ლატვიის პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, რაც მას ეხმარება ევროპისკენ მიმართულ გეზს არ გადაუხვიოს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია სთავაზობს, კერძოდ საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალის შეუზღუდავი მოძრაობა, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივად სასარგებლო ბიზნეს პროექტების განხორციელება.   ამ კუთხით, მინისტრმა  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის  მიერ პირნათლად შესრულებული ვალდებულებები ზაფხულში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველი გახდება.

ნატოში გაწევრიანების თემაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, კერძოდ ის, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციასა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.  „საქართველოს მისიაა იყოს თავისი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით და გვწამს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ  არსებით პროგრესს მივაღწევთ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, 2016 წლის 31 მარტს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge