primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო

  • პოლიტიკა
  • 31.03.2016
  • 18:30
თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დელეგაციას ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდა ხელმძღვანელობს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპარლამენტარი ჰაიდი ჰაუტალა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმასავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში შესრულებული იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დახურვა. იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარებს დეტალურად განუმარტა, თუ რა სამუშაოები შეასრულეს ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ-ებმა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული.

„ევროპარლამენტის დეპუტაციასთან, რომელიც არა მხოლოდ მემარჯვენეების, არამედ მწვანეთა პარტიის წარმომადგენლით იყო ჩამობრძანებული, განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები, რაც ამჟამად პარლამენტში განიხილება მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით და, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელზე კენჭისყრასაც და კანონად ქცევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე იმ ევროინტეგრაციის პროცესისთვის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებითაც − როდის შეძლებს მთავრობა, დაიწყოს უკვე ძალაში შესული კანონის იმპლემენტაციაზე მუშაობა. ასევე, საუბარი იყო პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაზე, რომელიც დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში, და ის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აქტიურად და რეალურად 24 საათი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ეთმობა დაკითხვებს, გამოკითხვებს და იმის კვლევას, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს გამომქვეყნებლის კვალმა. ამ მხრივ ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს. მივიღეთ რჩევა, რომ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო გავშალოთ და გავაორმაგოთ, და ამ რჩევებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“, − აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა.

ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში 29 მარტს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობას, ომბუდსმენს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორსა და პრემიერ-მინისტრს.

დელეგაციის ვიზიტი 1 აპრილს სრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge