primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

  • პოლიტიკა
  • 01.04.2016
  • 11:48
საქართველოს პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით გამართულ სადილს დაესწრო და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის  დიდი პატივია სიტყვით მივმართო ბირთვული უსაფრთხოების სამიტს, რომელმაც ერთად შეკრიბა გამოჩენილი სახელმწიფო ლიდერები, რათა შეიქმნას სტაბილური მსოფლიო წესრიგი, ერთიანობისა და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ მნიშვნელოვან დისკუსიებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ძალისხმევას გავაძლიეროთ გლობალური ბირთვული უსაფრთხოება.

ჯერ კიდევ სახეზეა მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა გარემოს დაცვის მიმართულებით,  მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების კუთხით.

არ არის საიდუმლო, რომ ზოგიერთმა ტერორისტულმა ჯგუფებმა უკვე აჩვენეს მწვავე ინტერესი მასობრივი განადგურების იარაღით მსოფლიოს დატერორების შესახებ.

თეორიულად რომ ვთქვათ, ტერორისტებმა შეიძლება უკანონოდ მოიპოვონ ბირთვული იარაღი და  ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარე, ერთ დღეს, ბირთვული ტერორიზმის საფრთხემ შესაძლოა, საკმაოდ მკაფიო ფორმები შეიძინოს.

ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები კომბინირებული ძალისხმევით უნდა დაიძლიოს.

იმისათვის, რომ ეფექტიანად ავიცილოთ თავიდან  ტერორისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვება, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაძლიეროთ არსებული უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა.

როგორც ჩანს, ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ამ მხრივ, საერთაშორისო შეთანხმებებით  ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საერთაშორისო საზოგადოებამ პრიორიტეტად უნდა აქციოს.

საქართველომ მიიღო ახალი კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ", რომელმაც სტრატეგიული ექსპოტის კონტროლის შესახებ  საქართველოს კანონმდებლობა გაუთანაბრა ევროპულ სტანდარტებს.

ამავდროულად, ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ" და გავაძლიერეთ სახელმწიფო კონტროლი ბირთვულ და რადიაციულ დაცულობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველომ ასევე ჩამოაყალიბა ახალი სახელმწიფო სტრუქტურა - სააგენტო რადიოაქტიული ნარჩენების მართვის სააგენტო, რომელიც ცენტრალიზებული შენახვისა და განკარგვის მიმართულებით მუშაობს. ატომური ენერგიის საერთაშოსიო სააგენტოსთან შეთანხმების შესაბამისად დავამტკიცეთ 2015-2019  წლების ბირთვული დაცულობის მხრდაჭერის ინტეგრირებული გეგმა და მივიღეთ ქიმიური, ბიოლოგიური რადიაქტიული და ბირთვული რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამეოქმედო გეგმა.

და რაც მთავარია, როგორც გათვალისწინებული იყო 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში, ჩვენ განვახორციელეთ მაღალგამდიდრებული ურანისა და რეპატრირებული მაღალი გამდიდრებული ურანის რეპატრიაცია აშშ-ისა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძლიერი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, დღეს მე წარმოვადგენ საქართველოს, როგორც არაბირთვულ სახელმწიფოს.

თუმცა, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალისა და ტექნოლოგიების გავრცელება, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი შეშფოთების საგნად საქართველოსათვის. გავრცელების მაღალი რისკის რეგიონებთან საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, საქართველოს მზარდი სატრანზიტო პოტენციალი შესაძლოა გახდეს გაზრდილი ინტერესის სფერო გარკვეული საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფებისათვის.

მეტიც, ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით დავამატო, რომ  რეგიონული და გლობალური ბირთვული უსაფრთხოება შესაძლოა არსებითად დაზარალდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განთავსებისა და საერთაშორისო [დამკვირვებლების] ჩართულობის გარეშე.

საქართველოს იმ ტერიტორიებზე  - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის მიღმა რჩება და, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ ვრცელდება.

უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული და რადიოაქტიული მასალის კონტრაბანდის რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საფრთხეს.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო  მზადყოფნა ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და უარყოფითი ეფექტების შემცირებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge